უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა პოლიტიკაში - ადვოკატები-დავით სერგეენკო

ნახვები: 553 მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა პოლიტიკაში - ადვოკატები-დავით სერგეენკო

მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში – ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ამ საკითხზე ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ვიდრე ეს პარიტეტი გაგრძელდება, ამ საკითხში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება“, – განცხადა დავუთ სერგეენკომ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა კითხვას, სააკაშვილი თუ პოლიტიკიდან წავა, რა გავლენა ექნება ამას პოლარიზაციაზე.

„ზუსტად გაზომვა გამიჭირდება – საშუალო, დიდი თუ მცირე, მაგრამ ალბათ, ექნება ზეგავლენა პოლარიზაციის შემცირებაში. მის სამკურნალოდ გადასვლაზე, არგადასვლზე, ან მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაზე მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ. ამ პროფესიას ეწოდება ექიმები, ვერ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის საშუალება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა