ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

პრეზიდენტი დიდი ხანია, პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა და ნეიტრალურობა დაკარგა-ირაკლი ქადაგიშვილი

06.08.2022 ნახვები: 557

აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუხსნელია პრეზიდენტის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ორი არჩევნები, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა, ეს თეთრით შავზე წერია და ცალსახად ასეა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შორის არ არის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

„რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ალბათ ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. „ქართული ოცნება“ იმსჯელებს როდესაც ეს საკითხი იქნება განსახილველად დღის წესრიგში შემოტანილი და ჩვენ ალბათ სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც პრეზიდენტმა მიიღო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა და ნეიტრალურობა დაკარგა.

„ყველა გადაწყვეტილებას უნდა გააჩნდეს რაციონალური ახსნა. ეს ახსნა თუ არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედებთ ისე როგორც ლოგიკურად მიგვაჩნია.

ის კანდიდატი, ვინც ასრულებდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას არამარტო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, მან კონკრეტული ტესტი გაიარა; საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ პირდაპირ იყო აღიარებული როგორც მაღალი სტანდარტით ჩატარებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მართული არჩევნები.

ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა. მან პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა – ნეიტრალურობა სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა