გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ნახვები: 805 რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველი მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და მწერალს რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ცნობისთვის, რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო", „არ იდარდო", „ქინ ძა ძა", „შერეკილები", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „სამნი გზაზე" და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები - „ნიკა", „ტრიუმფი", „ოქროს ნიღაბი", „ოქროს სოფიტი", „ცარსკოსელსკაია პრემია", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა