გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

ნახვები: 772 ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც საქართველოსთვის მტრულ განცხადებებს აკეთებენ, სასურველი პირები ვერ იქნებიან.

„შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებს, ეს ადამიანები ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს არ ნიშნავს. ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა