ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს

ნახვები: 758 ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს

ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი და რიგ შემთხვევაში მთლიანად პარტიები, სისტემის ნაწილად არიან ქცეული, პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამეშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებით, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, „ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის“.

„ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი და რიგ შემთხვევაში მთლიანად პარტიები, სისტემის ნაწილად არიან ქცეული. ისევე არიან დაინტერესებული, არ დაკარგონ საპარლამენტო სკამი, კაბინეტი, მივლინებები, ბიუჯეტის ფული, საარჩევნო კომისიებში ადგილები, უფასო სატელევიზო, სარეკლამო დრო, მედია ყურადღება, საზოგადოების სტატუსი თუ სხვა რაღაცები, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი სსიპ-ის უსაქმური მხარდამჭერია დაინტერესებული, რომ არ დარჩეს უმუშევარი და შემოსავლის გარეშე. პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამეშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებით, რადგან არ აქვს გარანტია, რომ ცვლილებების შემთხვევაში, არსებულ სტატუსს და ბენეფიტებს ისევ შეინარჩუნებს. ჯამში, ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის და ეს იცის ივანიშვილმაც. მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა