გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

თბილისის მერიის ონლაინ აპლიკაციების მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

ნახვები: 480 თბილისის მერიის ონლაინ აპლიკაციების მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში,​ ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.

რეფორმის გამო, ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან.

ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა