უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს დევნილებს ვიდრე დავაბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, აუცილებელია, მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქოდნეთ

ნახვები: 553 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს დევნილებს ვიდრე დავაბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, აუცილებელია, მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქოდნეთ

ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დამამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საცხოვრებელი ბინები მდებარეობს თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

„ჩვენ დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს ახლა განვადებით მშენებლობის საკითხებზე მშენებელ კომპანიებთან, ძალიან მალე გამოაცხადებენ და დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ ათასობით ბინის მშენებლობას დევნილებისთვის. მანამ, სანამ ჩვენს დევნილებს დავაბრუნებთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მანამდე აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები თბილისსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა