გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

შსს-ს ინფორმაციით, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაკავებული

ნახვები: 479 შსს-ს ინფორმაციით, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის დაკავებული

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ერთი პირი დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ლაშა ნაკაიძეს „მთავარ არხზე“ დილის გადაცემა მიჰყავდა. ის სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.

ამასთან, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „მთავარი არხი“.

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა