უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის ელჩის ყოველი გამოსვლის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, არის სწორი

ნახვები: 552 გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის ელჩის ყოველი გამოსვლის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, არის სწორი

აშშ-ის ელჩის ყოველი გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, არის სწორი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კელი დეგნანის განცხადება პრაქტიკულად არის აღიარება, რომ „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან ელჩს კონტრატგუმენტები არ წარუდგენია.

„ელჩი სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რაღაც გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, მისი აზრით, რა არის შეთქმულება, ის რომ, საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე, ანგარიში მოსთხოვო და ჩვენ კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? ან ის, საელჩო ამბობს, რომ მან 30 წელი გადაიხადა, რათა განვითარებულიყო ქართული მართლმსაჯულება, ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ, ამა თუ იმ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება ეს შეთქმულებაა? გარდა ამისა, მისი აზრით, „გავრილოვის ღამე“ ყოფილა თურმე წინაპირობა და საფუძველი პოლარიზაციისა, საინტერესოა „გავრილოვის ღამეზე“ საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე. პარლამენტზე შტურმი რამდენიმე რადიკალთან ერთად სწორედ ნიკანორ მელიამ მიიტანა, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. როგორც საზოგადოებას ვუთხარით, სწორედ საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით იქნა გამოშვებული ციხიდან პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ნიკანორ მელია და ამაზე საუბრობს ელჩი, თითქოს ეს იყო ხელისუფლების შეტევა და შტურმი პარლამენტზე. როდესაც შეერთებულ შტატებში კონგრესზე იყო შტურმი, ყველამ იცის, ასეულობით ადამიანი დააკავეს და ასეულობით ადამიანი დაკითხეს, სამწუხაროდ, ხალხიც დაიღუპა. საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი აშშ-ში თუ დასჯადია, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა რატომ არის, თუ დაიჭერ პოლიტიკოსს, თუნდაც ვინც შტურმი განახორციელა პარლამენტში. აშშ-ში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს? აი, ეს არის სწორედ არასწორი მიდგომები, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს, რომ აშშ-ში დემოკრატია სხვანაირად მუშაობს და საქართველოში საელჩოს უნდა, რომ სხვანაირად ამუშაოს, ეს არის არასწორი მიდგომები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალი“ მიზანი არ არის, რომ ვინმეს დისკრედიტაცია მოახდინოს, მიზანია, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს, სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ.

„კელი დეგნანის განცხადება არის იმის დადასტურება, რომ ჩვენი გზა არის სწორი და ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში საზოგადოება არის ყველაფრის გადამწყვეტი. როდესაც ელჩი საუბრობს ხელისუფლების შეცდომებზე და არ საუბრობს იმაზე, როდესაც წელიწადნახევარი საბოტაჟში ჰყავდა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს პარლამენტი, ბუნებრივია, ქართული საზოგადოება ამას ხედავს და მიაჩნია, რომ ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. მე შემთხვევით არ ვთქვი, რომ საქართველოს საზოგადოება ემიჯნება ომის რიტორიკა და არეულობას ქვეყანაში, ამას ცოცხალი თავით არ ემიჯნება ამერიკის საელჩო, ბუნებრივია, ახლა არ უნდა გაუკვირდეს ამერიკის საელჩოს, როდესაც ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები მას კითხვებს უსვამენ და იქიდან პასუხები ბუნდოვანია ან საერთოდ არ არის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა