უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 551 ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

ბაქოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, რიზა თურაგაისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შახინ ბაგიროვის მონაწილეობით საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა სამი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე.

ამასთან, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობაზე და გაზრდილი ტვირთნაკადის მართვის პროცესში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს სავაჭრო და სატრანსპორტო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციების ავტომატური შევსება და მომხმარებელთა მიერ, ელექტრონულად წარდგენილი ინფორმაციის წახალისება. ამასთან, უწყებაში აქტიურად იწყება ხელოვნური ინტელექტის პროექტის დანერგვა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვსდგებით“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.

სამმხრივი კომიტეტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებთან, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.

აღნიშნულ შეხვედრებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა