პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი - ვლადიმერ პუტინმა სრულად წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი

ნახვები: 507 ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი - ვლადიმერ პუტინმა სრულად წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი

ვლადიმერ პუტინმა სრულად წააგო უკრაინასთან და დასავლეთთან საინფორმაციო ომი, – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა.

„შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც“,- განაცხადა ფლემინგმა.

ჯერემი ფლემინგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე,რომ რუსეთიც და უკრაინაც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად ამ შესაძლებლობას იყენებენ.

„პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ფლემინგმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა