გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობას 6 სექტემბრიდან დაიწყებს

ნახვები: 479 პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობას 6 სექტემბრიდან დაიწყებს

პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობას 6 სექტემბრიდან დაიწყებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

საშემოდგომო სესია დიდი ალბათობით პლენარული სხდომით გაიხსნება და 6-9 სექტემბრის კვირაში პლენარული სხდომები იქნება მოწვეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ეს საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ათი სამუშაო ჯგუფი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს და მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება და განხილვა სწორედ სექტემბრიდან იგეგმება. პარლამენტს მოუწევს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც. მათ შორის, ასარჩევია ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებს და მიზეზად გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენას უთითებს. პროცედურით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ორი კენჭისყრით ხდება. პირველ შემთხვევაში საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში – 76. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე აღნიშნული კანდიდატურები ჩავარდება, პროცესი თავიდან დაიწყება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, საშემოდგომო სესიაზე მოსასმენია რამდენიმე უწყების წლიური ანგარიშიც. მათ შორის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის. პარლამენტს მსჯელობა მოუწევს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზეც, რომელიც პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს და საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს ხურავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა