4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის

ნახვები: 496 ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, გერმანიის კანცლერმა უარყო კრიტიკა თავისი მთავრობის მიმართ, უკრაინაში იარაღის მიწოდების ნაკლებობასთან დაკავშირებით და ჩამოთვალა ის იარაღები, რომლებიც უკვე ჩავიდა უკრაინაში და რომლებიც ჯერ მიწოდების პროცესშია.

მისი თქმით, მიწოდებულ იარაღებს შორის არის საზენიტო ტანკები Gepard და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Panzerhaubitze 2000, ხოლო მიწოდების პროცესში საჰაერო თავდაცვის სისტემები Iris-T და საარტილერიო რადარები Cobra.

„გერმანია აწვდის ბევრ იარაღს და ამავე დროს არის ყველაზე თანამედროვე, ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესში“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის იმ იარაღით უზრუნველყოფას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა