პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ურმას რეინსალუ - ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

ნახვები: 503 ურმას რეინსალუ - ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს

ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენ აგრესიის საფასური ზამთრის დადგომამდე უნდა გავზარდოთ. სანქციების შვიდი პაკეტი არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პუტინზე ზეწოლა მოგვეხდინა უკრაინაში ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ის ზომები ჩამოთვალა, რომელთა გამკაცრებაც აუცილებელია, მათ შორის დაასახელა კომპლექსური ემბარგო ენერგომატარებლებზე და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ოფიციალურმა ტალინმა ევროკომისიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დაწესების ინიციატივით მიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა