4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან იოსელიანი - მიგვაჩნია, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის ფარულობას გულისხმობს, უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის არჩევის შედეგები იყოს ღია

ნახვები: 495 ლევან იოსელიანი - მიგვაჩნია, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის ფარულობას გულისხმობს, უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის არჩევის შედეგები იყოს ღია

მიგვაჩნია, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის ფარულობას გულისხმობს უნდა გაუქმდეს, და სახალხო დამცველის არჩევის შედეგები იყოს ღია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანია თქმით, იმისთვის, რომ გამჭვირვალობა პარლამენტშიც იყოს უზრუნველყოფილი, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი

„ყველასთვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია სახალხო დამცველის არჩევის წესი და პროცესის გამჭვირვალობა, რათა ინკლუზიურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დაისვას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის ფარულობას გულისხმობს უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის არჩევის შედეგები იყოს ღია. „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის ასარჩევად სულ რამდენიმე ხმა აკლდება. აქედან გამომდინარე, ფარულობა ხელს უწყობს პროცესს, რა დროსაც შეიძლება 90 ხმა ისე მობილიზდეს, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვინ მისცა ხმა სახალხო დამცველის კანდიდატურას და ვინ შეიკავა თავი. იმისთვის, რომ გამჭვირვალობა პარლამენტშიც იყოს უზრუნველყოფილი, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რომელ კანდიდატურას დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაიცვას და თქვას, ვის რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი. სახალხო დამცველის ასარჩევად, რაც თავის მხრივ 90 დეპუტატის ხმის მობილიზებას გულისხმობს, „ქართულ ოცნებას“ სულ რამდენიმე ხმა აკლდება. მისივე თქმით, ფარულობის პირობებში მარტივი იქნება საკითხის იმდაგვარად გადაწყვეტა, რომ ვერ პასუხობდეს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას – სახალხო დამცველის კანდიდატზე კონსენსუსი შედგეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა