კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, სახალხო დამცველი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარდგენილი, რათა ევროკომისიის გეგმას პასუხობდეს

ნახვები: 581 ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, სახალხო დამცველი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარდგენილი, რათა ევროკომისიის გეგმას პასუხობდეს

მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, მას თავისი კანდიდატი არ ეყოლება. ვფიქრობ, სახალხო დამცველი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარდგენილი, რათა ევროკომისიის გეგმას პასუხობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კრიტერიუმები ცოტა ბუნდოვანია.

„ალბათ, როცა ცვლილებებს დაარეგისტრირებენ და პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, კრიტერიუმები უფრო გასაგები გახდება, მაგრამ ჩემთვის ორი რამეა მნიშვნელოვანი – პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, წარადგინონ კანდიდატი და კანდიდატების წარდგენაზე არ იყოს არანაირი შეზღუდვა. კანდიდატების სიმრავლე იქნება იმის საშუალება, რომ მრავალ ღირსეულ კანდიდატს შორის საუკეთესო კანდიდატები ავარჩიოთ. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა იყოს და მასში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი გამონაკლისის გარეშე. ISFED-თან დაკავშირებით რა პრობლემაც შეიქმნა, დღის წესრიგში აღარ უნდა იყოს და ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს. არანაირ კითხვას არ უნდა იწვევდეს, ვინ, რატომ არის და რატომ არ არის დაშვებული ამ ჯგუფში“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა