გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 478 ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება.

ევროკავშირის საბაჭოს ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმაზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ფოკუსირებით.

ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა