უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი

ნახვები: 553 ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი

„ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, მსგავსი ინსტიტუტი არ არსებობს.

„მმართველ პარტიას, „ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ ისინი არ წარადგენენ სახალხო დამცველს. ასევე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამაში. ახლა გადავხედე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მაგრამ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, ხუთი, ექვსი, სადაც არის ასეთი ინსტიტუტი. ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, არსად მსგავსი ინსტიტუტი არ არის. თუ ეს არ სჭირდება მმართველ პარტიას და არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მაშინ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ, ან შევეკითხოთ ხალხს.

გავაკეთოთ რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა ეს და როცა საჭირო იქნება და მივალთ კონსენსუსამდე, რომ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის, მაშინ მივიღოთ ეს კანონი. შევასრულოთ ყველამ კანონი, ავასრულოთ ყველამ კანონი და შეიძლება, არც იყოს საჭირო ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა