გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, თუმცა ცდილობს მის დასრულებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო“

ნახვები: 480 ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, თუმცა ცდილობს მის დასრულებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო“

რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, თუმცა ცდილობს მის დასრულებას, რომელიც უკრაინაში 2014 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პოლარიზაცია, რომელიც ხდება ომის ფონზე რუსეთსა და მსოფლიოში, მხოლოდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან ის მისცემს საშუალებას, გათავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც ხელს უშლის წინსვლაში.

„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის კუთხით შემიძლია, ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: სამხედრო ოპერაციების კუთხით არაფერი დაგვიწყია, მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვისაც არ სურდა ნორმალური, მშვიდობიანი განვითარება და ცდილობდა საკუთარი ხალხის დათრგუნვას“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, „უკრაინაში სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა“.

„ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო არ უნდა იყოს დაფუძნებული ერთი ქვეყნის კარნახზე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა