4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია რაც ნაკლებად შეეცდება პროცესის დაზიანებას, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ოპოზიციისთვის

ნახვები: 495 ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია რაც ნაკლებად შეეცდება პროცესის დაზიანებას, მით უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ოპოზიციისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 12 რეკომენდაციის შესრულებისას პატრიოტიზმი გამოიჩინონ, მათთვის ეს ულტიმატუმია და რასაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებს, ეს არც ულტიმატუმი ყოფილა, არც საბოტაჟი, არც ბოიკოტი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია რაც ნაკლებად შეეცდება ამ პროცესის დაზიანებას, მით უფრო უკეთესი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ოპოზიციისთვის.

„საუბრობენ, რომ ახლა ჩაერთვება პროცესში, მათ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მთელი ზაფხული საერთოდ არ შემოუხედავთ. ახლა თითქოს ერთვებიან და პარალელურად უნდათ, რომ თქვან, ჩავერთეთ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. სახალხო დამცველის არჩევის წესზე ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. დაუსრულებელია პრეტენზიები, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ დაუსრულებელი პრეტენზიებით კონსესუსი არ დგება და საქართველოსთვის უნდა იმუშაონ და არა იმისთვის, რომ ხელისუფლება რამენაირად დააზიანონ“, – განახცადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა