უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ილჰამ ალიევი - 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია განახორციელა

ნახვები: 554 ილჰამ ალიევი - 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია განახორციელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმება წარუდგინა, თუმცა ერევანმა ამ ნაბიჯს სამხედრო პროვოკაციებით უპასუხა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის არაეფექტურობა შეშფოთების მიზეზია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე. სამწუხაროდ, წელს 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის რეგიონში მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია განახორციელა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია. ეს პროვოკაცია უზარმაზარი დარტყმაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“ – თქვა ილჰამ ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა