4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მამუკა მდინარაძე - ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია

ნახვები: 495 მამუკა მდინარაძე - ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომ პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა იყოს ღია.

როგორც მდინარაძემ პარტიის სხდომის დასრულებ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ პარტიის სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

„კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩევიან ხვალ, საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მესამე საკითხი იყო რეგლამენტში ცვლილებები. ევრორეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხზეა საუბარი, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მათ შორის საპროცედურო კომიტეტმა იმუშავა, შევა არაერთი ცვლილება. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა. ამ საკითხს ხვალ დავაყენებ. შემდეგი საკითხი იყო ასევე ევრორეკომენდაცია, საუბარი სტრასბურგის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და აქაც პრინციპში თითქმის ყველა შენიშვნა „ენჯეო“ სექტორიდან იქნა გათვალისწინებული და უამრავი ცვლილება შედის შესაბამის კანონში. ამასთან, პარასკევს იქნება ინტერპელაცია ჯანდაცვის მინისტრთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე, მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს სახელმწიფო აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა