პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

აშშ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ

ნახვები: 504 აშშ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიპლომატური მისიის განცხადებით, რუსეთში დაწყებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, აღკვეთოს მათი რუსეთიდან გამგზავრება და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში.

საელჩო აღნიშნავს, რომ კომერციული ავიარეისები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო სახმელეთო მარშრუტები ჯერ კიდევ ღიაა. თუ აშშ-ის მოქალაქეს სურს რუსეთის დატოვება, მან ზომები დამოუკიდებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობები, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო ტრანსპორტირების შესაძლებლობები შესაძლოა, მოულოდნელად კიდევ უფრო შემცირდეს.

„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, მოერიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ საპროტესტო აქციებს და არ გადაუღონ სურათები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს აღნიშნულ ღონისძიებებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა