გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ირაკლი ღარიბაშვილი - უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რამაც რვა თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა

ნახვები: 480 ირაკლი ღარიბაშვილი - უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რამაც რვა თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა

ჩვენ მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მისცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ წელს ჩვენ, მოგეხსენებათ, ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ. ბიუჯეტში ჩადებული იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ბიუჯეტში და ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო დაახლოებით 65 მილიარდ ლარამდე, 64,8 მილიარდი ლარი. გახსოვთ, რომ ასევე მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ის 4,4%-ს შეადგენდა. თამამად და ამაყად ვიტყოდი, რომ წელს, ჩვენ მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ევროპაში და მსოფლიოში ხდება, რეცესიაა და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა იცოდეს კარგად, თუ რა ვითარებაა, როგორი კონტრასტული ვითარებაა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენ ევროპაში და კონტინენტზე. ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს დილით გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის მიერ, აგვისტოში გვქონდა 10,5%, რამაც რვა თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. რვა თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ამან საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი შეადგენს 72 მილიარდ ლარს. ეს არის შედარებით კონსერვატიული პროგნოზი. ჩვენ ვფიქრობთ, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა