გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ბელგიის პრემიერი - მთელი ევროპის კონტინენტი დღეს პრაღაშია, გარდა ბელარუსისა და რუსეთისა, ეს აჩვენებს, რამდენად იზოლირებულია ეს ორი ქვეყანა

ნახვები: 478 ბელგიის პრემიერი - მთელი ევროპის კონტინენტი დღეს პრაღაშია, გარდა ბელარუსისა და რუსეთისა, ეს აჩვენებს, რამდენად იზოლირებულია ეს ორი ქვეყანა

მთელი ევროპის კონტინენტი აქ არის, ორი ქვეყნის გარდა – ბელარუსის და რუსეთის. ეს აჩვენებს, რამდენად იზოლირებულია ეს ორი ქვეყანა, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის დაწყებამდე  განაცხადა.

ბელგიის პრემიერის თქმით, სამიტზე განსახილველი თემები უმნიშვნელოვანესია.

„თემები, რომლებზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია – ევროპის კონტინენტის სტაბილურობა, რა უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარემო გავაუმჯობესოთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ენერგოკრიზისს და ინფლაციას. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთთან საუბრობენ. ასევე, ჩანს ინტერესი შემდეგი ღონისძიების დაგეგმვის“, – განაცხადა ალექსანდერ დე კროომ.

ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი დღეს გაიხსნა. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა