პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ირაკლი კობახიძე:ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან

ნახვები: 504 ირაკლი კობახიძე:ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან

მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა ევროსაბჭოში და უკრაინის დელეგაციის სახელით ესწრებოდა შეხვედრებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობა წლებია გრძელდება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვი, ჩვენ გვაქვს ცალმხრივი მეგობრობა უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს უკვე წლებია გრძელდება. ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი. უკრაინის ჯერ წინა ხელისუფლება, შემდეგ მოქმედი ხელისუფლება იფარებს უმძიმეს დამნაშავეებს, კრიმინალებს, რაც რა თქმა უნდა, ერთგვარი უპატივცემულობის გამოვლინებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა დღეს, უკრაინა იმყოფება ომის მდგომარეობაში. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხი არის ისტორიულად ჩვენი მეგობარი ხალხი და ამას ვცემთ პატივს. ასეთი უმძიმესი ნაბიჯების მიუხედავად, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი, რეკეტიორი და ა.შ. დაჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, როგორც საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ცალმხრივი მეგობრობა შენარჩუნდება“.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი მმართველმა პარტიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს ვერ დაუჭერდა ისეთ რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი, თუნდაც ირიბი ფორმით ნახსენებია პოლიტიკურ პატიმრად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა