4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ბადრი ჯაფარიძე - სანქციებში სასიხარულო არაფერია, როცა ადამიანები სანქცირდებიან, ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“, მათი ანტიდასავლური პოლიტიკის გამო

ნახვები: 495 ბადრი ჯაფარიძე - სანქციებში სასიხარულო არაფერია, როცა ადამიანები სანქცირდებიან, ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“, მათი ანტიდასავლური პოლიტიკის გამო

რა თქმა უნდა, სანქციებში სასიხარულო არაფერია, როცა ადამიანები სანქცირდებიან, ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია, მაგრამ ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“, მათი ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, - ასე აფასებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრისთვის სანქციების დაწესებას.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ცხადია, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა.

„რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. რა თქმა უნდა, თავისთავად სანქციებში სასიხარულო არაფერი არ არის, როდესაც ადამიანები სანქცირდებიან ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების” ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი", - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა