4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 496 ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, განაახლონ შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.

გუტერეშმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დააჩქარონ იმ დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ბლოკავს რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს. გუტერეშმა ხაზი გაუსვა შეთანხმების განახლების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას.

მისი თქმით, შავი ზღვის სამი პორტიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებამ „მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ხორბალსა და სხვა საქონელზე ფასების შემცირებას“.

უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორდა და მისი ვადა 19 ნოემბერს იწურება. რუსეთის ელჩმა გაერო-ში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვიდრე მოსკოვი შეთანხმების განახლებას განიხილავს, „რუსეთს სურს, თავისი მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტი იხილოს, რაც არასოდეს მომხდარა შეთანხმების დაწყების შემდეგ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა