მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

დამარცხებული ერი და ენგურჰესი

30.06.2021 ნახვები: 1766

დამარცხებული ერი - დამარცხებულია ყველაფერში.

დამარცხებული ერი - მაინც და მაინც ერთი კონკრეტული ბრძოლის თუ ომის წაგებას არ ნიშნავს. ბევრმა ერმა წააგო ომები, მაგრამ ღირსების შენარჩუნება მოახერხა და საკუთარი თავის შეცოდების ცდუნებას არ აჰყვა.
დედამიწაზე ბევრია ერი, რომელიც უმძიმესი სამხედრო მარცხის შემდეგ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ყველა ფრონტზე გაიმარჯვა მშვიდობიანობის პერიოდში - გერმანელები, იაპონელები, კორეელები და ა.შ.
დამარცხებულია ერი, რომელმაც ერთი დიდი მარცხის შემდეგ ათობით მცირე და საშუალო წაგება თავიდან ვერ აიცილა.
დამარცხებულია ერი, რომელიც საკუთარ უბადრუკ მდგომარეობას შეეგუა, და მას ნორმად მიიჩნევს, ერი, რომელიც არსებული გამოწვევების ფონზე ვიწროპროვინციულ-ორღობე ფასეულობებზე უარს ვერ ამბობს, ამიტომაც ყველას წინაშე სუსტი და მოწყვლადია, მისი აზრი კი რაიმე საკითხზე არავის ადარდებს.
დამარცხებულია ერი, რომელსაც წინაამღდეგობის გაწევის უნარი არ გააჩნია და გამარჯვებაზე ფიქრის ნაცვლად თავის გამართლების საშუალებებს მუდამ ეძებს.
ზოგჯერ სისუსტე და სიმხდალე ისეთ საკითხებშიც კი ვლინდება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს არ შეიცავენ და მათი გადაწყვეტისთვის პოლიტიკური ნება და ნებისყოფაა საჭირო.
დამარცხებული ერს ხომ პირველ რიგში ნებისყოფა, ორგანიზებულობა და დისციპლინა აკლია, დამარცხებული ერი ჩინებულია სუფრასთან, პათოსურ გამოსვლებში, სადღეგრძელოებში, სოციალურ ქსელებში, მაგრამ არა რეალურ საქმეში.
დამარცხებულია ერი, რომლის 10 უმსხვილეს ბიზნეს-კომპანიას შორის არც ერთი წარმოება არ არის, სამაგიეროდ 5 კომპანია აზარტული თამაშების დარგს წარმოადგენს.
დამარცხება და დეგრადაცია - ერთი მედლის ორი მხარეა.
დღეს ჩვენ ქართველი ერის კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხის მოწმეები ვართ - თანაც ისეთ სიტუაციაში, როდესაც ყველა კოზირი ჩვენს ხელთაა - გვაკლია მხოლოდ ნებისყოფა და გამბედაობა, სწორედ ის, რაც ყოველთვის, ქრონიკულად აკლიათ დამარცხებულ ერებს.
აფხაზეთი მორიგი მწვავე ენერგოკრიზისის ზღვარზეა - ზაფხული, ტურისტული სეზონის დასაწყისში რესპუბლიკაში ენერგომომარაგება განრიგით ხდება და ეს მხოლოდ დასაწყისია - სავარაუდოდ, შემოდგომაზე, როდესაც ტურისტები სახლებში დაბრუნდებიან, გრაფიკის პირობები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.
ერთი შეხედვით - რა შუაშია საქართველო? აფხაზები კრიპტოვალუტას მასობრივად მოიპოვებენ, თანაც ელექტროენერგიას უმოწყალოდ იპარავენ, არარეალურად დაბალ ტარიფსაც კი არ იხდიან და ამით საკუთარ ენერგოსისტემას ძირს უთხრიან - მერე ჩვენ რა ამით?
სამწუხაროდ, ასეა არაა. ყველასთვის ცნობილია, რომ ენგურჰესი 2 ნაწილადაა გაყოფილი - ქართულ მხარეზე კაშხალია, ხოლო აფხაზეთში - მართვის პულტი. ელექტროსადგურის მართვა მხოლოდ ერთობლივად შეიძლება, წინაამღდეგ შემთხვევაში ის გაჩერდება.
წლების მანძილზე ელექტროენერგია გაყოფილი იყო პრინციპით 40% აფხაზეთს, 60% - საქართველოს. არც თუ ისე სამართლიანი გაყოფაა, თუ მივიღებთ მხედველობაში სხვაობას მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და იმასაც, რომ აფხაზური მხარე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.
ჯანდაბას, ყველა უკვე შეეჩვია ამ რეალობას და განსაკუთრებული პრეტენზიები ამ მხრივ არავის არ ჰქონდა.
თუმცა, ბოლო თვეებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - კრიპტოცხელების ტყვეობაში მყოფ აფხაზეთს ელექტროენერგია არ ჰყოფნის. რასაც იხმარს - იმის ფულს არ იხდის. ეს ნიშნავს რომ ვიღაცა უნდა გაიწეწოს - აფხაზებმა მათი გამდიდრებისთვის აუცილებელი მუქთა ენერგია უნდა მიიღონ.
მუქთა არაფერი ამ დედამიწაზე რომ არ არსებობს, აფხაზებმა ცოდნით შეიძლება ზუსტად არ იციან, მაგრამ შორიდან, ზოგადად გაუგიათ. ანუ, ვიღაცამ ენერგია უნდა აჩუქოს და მისი საფასური საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს.
ნეტავი ვინ იქნება ეს მეწველი ძროხა? მიხვდით ალბათ - ეს ჩვენ ვართ. მე, თქვენ, ჩვენი ნათესავები, მეზობლები, ახლობლები. ყველა, ვინც ზოგჯერ ბოლო ფულით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის - იმისთვის, რომ ენერგოსისტემა არ ჩამოიშალოს. იმისთვის, რომ ენერგოკომპანიები არ გაკოტრდნენ. იმისთვის, რომ სისტემამ ენერგიის გენერირების გაგრძელება შეძლოს.
საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ ჩვენი სისხლით და ოფლით გამომუშავებული ელექტროენერგია მუქთახორებმა საკუთარი კომფორტის მოსაწყობად უფასოდ დახარჯონ.
შესაძლოა ისინი ჩვენსგან ელექტროენერგიას ბანალურად იპარავენ - არ გვეკითხებიან და იმდენი მიაქვთ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან. ხვალ რომ მოინდომონ - 100%-ს წაიღებენ. მადლობასაც არ გვეტყვიან.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვარ მშიშარა, მხდალი ერი, რომელსაც მაროდიორისთვის პასუხის გაცემის გვეშინია. ოღონდ მტერი არ გაბრაზდეს და „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე" უარი განაცხადოს. ან რუსი არ გაგვინაწყენდეს და ვაშლის ექსპორტი არ აგვიკრძალოს.
შესაძლებელია, რომ გვეკითხებიან კიდეც და ჩვენი ხელისუფლება ელექტროენერგიას ჩუქნის. მართლა და მართლა - „ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს" შუქის გარეშე ხომ არ დავტოვებთ?
ის, რომ ასეთი ბრიყვული სიკეთე არა პატივისცემას, არამედ ზიზღს და ქედმაღლურ დამოკიდებულებას იწვევს - დამარცხებულ ერს არ აინტერესებს. იმიტომაცაა დამარცხებული - რომ არ აინტერესებს.
ოდნავ ღირსების მქონე ერი ამ უმზგავსობას და დაცინვას დიდი ხნის წინ უპასუხებდა - როგორც ჩანს, ენგურჰესს ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს - 30% საკმაოდ მცირე რაოდენობა, რომლიც იმპორტის პრობლემას არ წარმოადგეს, როგორც ეს იანვარ-მაისში იყო, როდესაც ენგურჰესი შეკეთების გამო გაჩერებული იყო, თუმცა, საქართველოს მოსახლეობას ეს არანაირად არ უგრძნია.
იმპორტი - ცუდია, მაგრამ შეურაწმყოფის და აბუჩად აგდების უპასუხოდ დატოვება - ბევრად უარესია.
არსებულ ვითარებაში ენგურჰესი უნდა გაჩერდეს. ჯანდაბისკენ ჰქონიათ გზა „ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს", რომლებიც ჩვენი დები და ძმები არასდროს ყოფილან. მიაკვდა ძაღლები რუსულ მუქარას და დასავლურ „აღშფოთება-შეშფოთებას ქართული მხარის არაჰუმანური საქციელის" გამო.
თავხედობა დასჯადი უნდა იყოს და აფხაზებიც უნდა მიხვდნენ, რომ საქართველო ჯერ ბოლომდე გადაგვარებული არაა.
გჯერათ ამისი? მე სამწუხაროდ არა და მზად ვარ გაგატაროთ - როგორც ჩანს უკვე დღეს, დამარცხებული ერი აქაც თავისი მარცხის ერთგული დარჩება, აფხაზები კი იმდენ მუქთა ენერგიას მიიღებენ, რამდენიც სადენებში ჩაეტევათ...

ავტორი:თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა