კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან

ნახვები: 582 მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან

მე, ეჭვი რომ შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოთ არ დავაჩაგვრინებდი კაცს , - ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.

მეუფე იაკობის განცხადებით, ისურვებდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გამოუშვან.

,,მე, რაც წავიკითხე იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. ამიტომ, მაგაში ვერ დაგეხმარებით. რადგან სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და ამასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, უნდა აღიარო, ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს, ისიც უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან. მე, რომ ეჭვი შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მაგას. უსამართლოთ არ დავაჩაგვრინებდი კაცს”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

გარდა ამისა მეუფე იაკობმა ისაუბრა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე, როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, ,,ნიკა გვარიამია პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ პატიმარი არის”.

,,პირდაპირ გეტყვით, მე საერთოდ ის მიკვირს მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე, რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, - განაცხადა მეუფემ.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, მეუფე იაკობის თქმით, არავის პატიმრობა არ უნდა.

“რატომ ჩამოდიოდა, ხომ აღარ იქნებოდა წასასვლელი? მე არავის პატიმრობა არ მინდა, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი საკუთარი მტრები, რომ იყვნენ იმათი პატიმრობა არ მინდა. შეიძლება ჩვენ არ დავდივართ ციხეებში, მაგრამ ვინც ციხეში დადის იმაზე მეტად დავეხმარეთ, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს. ყველას კეთილი ნება იყო, ხელისუფლების და საპატრიარქოსი. ჩვენთან იყო დედამისი მოსული და ამის მერე მალე გადაიყვანეს საავადმყოფოში”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობს ჟურნალისტებმა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რაზეც მეუფემ უპასუხა, რომ „რაღაცებში ევროპელი დეპუტატები ძალიან არაობიექტურები იყვნენ“.

“საბჭოური მეთოდებით იბრძვიან ზოგიერთი ბალტიისპირეთის და ზოგიერთი პოსტ საბჭოთა ქვეყნის [ევროპარლამენტარები]. აბსოლუტურად კომუნისტებისგან ვერ განასხვავებ ისე იქცევიან ჩვენს მიმართ, რუსები როგორც გვექცეოდნენ, ისინიც ისე გვექცევიან”, - დასძინა მეუფე იაკობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა