პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გიული ალასანია სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე: რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ

ნახვები: 502 გიული ალასანია სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე: რა თქმა უნდა, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ

,,მეც, ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს.’’ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა, როდესაც ის სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობდა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მისი თქმით ამის გარანტიას ვერავის მისცემს. ,,ბევრს არ სჯერა, რომ საერთოდ ავად არის. აი, ხომ ამდენი დიაგნოზი დაიწერა, ითქვა, მაინც არ იჯერებენ, არ ვიცი ვინ უნდა თქვას და რა უნდა დაწეროს ბოლოს და ბოლოს, რომ დაიჯერონ. ბევრს არ წარმოუდგენია, რომ სააკაშვილი, რომელიც ასეთი ენერგიული იყო ყოველთვის და ყოვლის შემძლე, უცებ არის ავად. ვერ წარმოუდგენიათ. მეც ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მომენტში, ნამდვილად ასეთი განწყობა აქვს. რასაც ამბობს, ამბობს იმას რასაც გრძნობს. ნამდვილად ასეა განწყობილი, რომ არ აპირებს,’’ - განაცხადა ალასანიამ საუბრის დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა