უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

რატი ბრეგაძე - საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს

ნახვები: 553 რატი ბრეგაძე - საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს

საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა შეკითხვას ნიკა გვარამიას შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ხელისუფლებას „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტის სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს და „ნებისმიერი სახის სხვა ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი“.

ცალკეულმა პირებმა ყოველთვის შეიძლება გამოხატონ უნდობლობა ან გამოაცხადონ ნდობა გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ აქსიომაა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და არავის აქვს უფლება, რომ შეიტანოს მის სისწორეში ეჭვი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბატონი ნიკოლოზ გვარამია თუ სხვა ადამიანი, მას როდესაც აქვს განაჩენი და არ მოსწონს ის, შეუძლია გაასაჩივროს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება შიდასახელმწიფოებრივი შესაძლებლობები, არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელსაც შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა. მე არცერთ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური შეფასება. ამისთვის არსებობს სასამართლოს ინსტანციები როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული.

იმისთვის, რომ გახდეთ მოსამართლე, გჭირდებათ იურიდიული განათლება, შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების გავლა - ევროპარლამენტარი არის პოლიტიკოსი და როდესაც პოლიტიკოსი აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას სჭირდება ამისთვის საკმარისი საფუძველი. პატივს ვცემ ჩემს პროფესიას და ძალიან მკაფიოდ ვიცი, რომ როდესაც ვინმე საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამაზე საუბრის უფლება აქვს ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეს - შეაფასოს ეს გადაწყვეტილებები.

საქართველო ევროკავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არასდროს ყოფილა. მაგალითად, ადრე შეუძლებელი იყო უვიზო მიმოსვლით სარგებლობა, ახლა კი ეს ყველას შეუძლია. სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე წავიდეს და იმოგზაუროს ევროპაში ვიზის გარეშე. ამ ისტორიული ოცნების ასრულებასთან ვართ ძალიან ახლოს. მაქსიმუმს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტს ვიზამთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება, შესრულდეს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა