პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ტონინო პიცულა - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი

ნახვები: 507 ტონინო პიცულა - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი

ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა, ტონინო პიცულამ განაცხადა, რომელიც არის მომხსენებელი ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის საკითხზე.

როგორც ტონინო პიცულამ გამოსვლაში აღნიშნა, თითოეული ქვეყანა საკუთარი დამსახურებით უნდა შეფასდეს.

„ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გაფართოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. ამიტომ, ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით. ევროკავშირმა უნდა გადალახოს გაფართოების ჩიხი, რაც უნდა მოხდეს გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური მიზნის, ასევე მეთოდოლოგიის მოდერნიზაციით. ამისთვის კი,  გვჭირდება ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება პოლიტიკური ამოცანები, გატარდება საჭირო და დროული ინსტიტუციური რეფორმები. კანონის უზენაესობა უნდა იყოს პროცესის ცენტრალური ნაწილი. ჩვენ სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ მიზნობრივი, პირობებზე დაფუძნებული, მკაფიო ორიენტირები. ეს ნიშნავს რეფორმების დროულ წახალისებას, დროულ რეაქციას რეგრესზე და პროგრესის მუდმივ დანაკლისზე. ამავე კონტექსტში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ გაწევრიანების პროცესში ჩართული ქვეყნების თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტს, ვიდრე მხოლოდ ევროკავშირის ფინანსური ფონდები და სატრანსპორტო დერეფნებია. ყველაზე მთავარია, რომ ის წარმოადგენს ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომელიც უნდა გაიზიარო და პატივი სცე“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

ევროპარლამენტში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა