კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები უბრუნდება, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, ვერც პირადად მე და ვერც ჩვენი პარტია მათთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ

ნახვები: 582 მამუკა ხაზარაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები უბრუნდება, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, ვერც პირადად მე და ვერც ჩვენი პარტია მათთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები დაუბრუნდებიან, „როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ა.შ.“, ვერც პირადად ის და ვერც „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ დაინახავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ხაზარაძემ მცირე კომენტარი მედიასთან გააკეთა.

„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა