უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

დავით ხიდაშელი ხელისუფლებაზე-მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია?

ნახვები: 554 დავით ხიდაშელი ხელისუფლებაზე-მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია?

საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია - მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ კანონმდებლობაა შესაცვლელი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია.

„საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უნდა იმას ილაპარაკებს. მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ საქართველოს კანონმდებლობაა შესაცვლელი, რომ ადამიანმა თავისი თავი მაინც დაიცვას. მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია და მაბრალებენ ათას სიყალბეს და სიმაიმუნეს?“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

„ინტერპრესნიუსი“ დავით ხიდაშელს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მედიაში მისი სახელით განცხადება გავრცელდა. გავრცელებულ განცხადებაში ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ხედავს, რომ განზე გადგეს“, კერძოდ კი მის ოჯახს საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ტენდერის გზით გაყიდვა ურჩია, მათ შორის, რიყის დოქებისა და რაჭის ტყეების.

„საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა. საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება „დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში... ერთი დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - აღნიშნავს ხიდაშელი განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა