გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გიორგი სუხიტაშვილი: ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში.. გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ

ნახვები: 478 გიორგი სუხიტაშვილი: ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში.. გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ

გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან, – ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წერს პირად ფეისბუკგვერდზე და გამოთქვამს სურვილს მსგავსი ჯიშის ძაღლების მართვა-კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით მოხდეს.

კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს, 16 წლამდე ასაკის პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს

„ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან.

აი ეს გოგონა არის უსინათლო ან მცირე მხედველი, მას აცვია შუქამრეკლი ქურთუკი რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შემთხვევით სავალ ნაწილზე აღმოჩნდება.

აქ უმთავრესია მისი თანმხლები ლაბრადორი, რომელიც მას გადაადგილებასა და სწორ მარშრუტში ეხმარება, ძაღლი აღჭურვილია ციმციმა სანათით და მყარი ხელის მოსაკიდით საგულისხმოა რომ მას არ აქვს ალიკაპი.

ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. შ.შ.მ პირებს საჭიროების მიხედვით ჰქონდეთ ყველა სიკეთის მიღება.

გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან.

ეს ჯიში მხოლოდ სიკეთისთვის და სარგებლისთვის არის შექმნილი.

მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე.

 
 

ყველა ძაღლი პიტბული არ არის!“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა