ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა

ნახვები: 508 თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო, რის გამოც მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

„გვქონდა მოლოდინი, რომ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს მასობრივი კიბერშეტევა და ვერ მოხერხდა საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მუშაობს ტექნიკური ჯგუფიც, რათა დროულად მოხდეს შეფერხების აღმოფხვრა. ვფიქრობ, რამდენიმე საათში დავუბრუნდებით სამუშაო რეჟიმს",- აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გათიშულია, მოქალაქეები „სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა