გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი თითქოს განწყობილი იყო სასამართლოში მოსასვლელად და ახლა ვიგებ, რომ ვერ მოვიდა - რატომ ვერ მოვიდა, არ ვიცი და ვღელავ

ნახვები: 478 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი თითქოს განწყობილი იყო სასამართლოში მოსასვლელად და ახლა ვიგებ, რომ ვერ მოვიდა - რატომ ვერ მოვიდა, არ ვიცი და ვღელავ

ძალიან ვღელავ, იმიტომ, რომ მე, დღეს დილით ჩემი შვილი ვნახე და ჩვეულებრივად იყო, ანუ ცუდად და სუსტად, გადასხსმა უკეთდებოდა. სასამართლოში მისასვლელად იყო განწყობილი, მისვლას აპირებდა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებაზე ისაუბრა.

„აქ, ხალხი დაგვხვდა, რადგანაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ სხდომა გაიმართებოდა. მართალია, ცოტა დაგვიანებით დაიწყო პროცესი, მაგრამ მოსამართლემ შეგვატყობინა, რომ პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო, მაგრამ მიზეზს ვერ ვიგებ, ამიტომ ვღელავ. ახლა, ვფიქრობ, ისე ცუდად ხომ არ გახდა, რომ უკვე მისი ტრანსპორტირებაც ვერ მოხდა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, სასამართლოდან კლინიკაში მისვლას და შვილის ნახვას აპირებს.

„მისი მდგომარეობა რომ მძიმეა, ეს დიდი ხანია ვიცით. მე ყოველდღე ვნახულობ, მაგრამ დღეს, თითქოს განწყობილი იყო ადამიანი მოსასვლელად და ახლა ვიგებ, რომ ვერ მოვიდა. რატომ ვერ მოვიდა, არ ვიცი და ვღელავ. არაფერი ვიცი", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, დღეს დილით ექიმს პირადად არ გასაუბრებია, ნახა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, რის მერე სასამართლოში წავიდა.

“მე ვნახე მხოლოდ ჩემი შვილი, ჩემთვის ეს საკმარისი იყო და წამოვედი. დღეს დილით, არცერთი ექიმი არ მინახავს”. განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომას სააკაშვილი არ დასწრებია.

სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის არდასწრების მიზეზი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა