პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ელენე ხოშტარია - ისტორია არ გვაპატიებს, რაღაც უბედურება რომ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ და არ შეიწირონ მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 504 ელენე ხოშტარია - ისტორია არ გვაპატიებს, რაღაც უბედურება რომ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ და არ შეიწირონ მიხეილ სააკაშვილი

მნიშვნელოვანია, ვეძებოთ ერთიანი გამოსავალი და სამოქმედო გეგმა, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და არა მხოლოდ, – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს რეალურად ემუქრება საფრთხე.

„მდგომარეობა მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. მოვისმინეთ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ყველა შესაძლო პროფესიონალის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომ რეალურად მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ეს საკითხი სცდება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს თუ პრობლემას, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რომ აღარაფერი ვილაპარაკოთ ადამიანურ ფაქტორზე, რამდენად მძიმეა, ნებისმიერი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს სისტემამ. ეს არის რეალურად გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია, ვეძებოთ ერთიანი გამოსავალი და სამოქმედო გეგმა ამ ვითარებაში, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და არა მხოლოდ. როგორც მინიმუმ, ამ საკითხზე უნდა ვიდგეთ ერთად. უბრალოდ ისტორია არ გვაპატიებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ გვექნება მსჯელობა საერთო სამოქმედო გეგმაზე. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, რა უნდა გაკეთდეს. „ქართული ოცნება“ ცინიზმისა და სისასტიკის, კანონდარღვევის პიკშია. „ოცნება“ იტყუება, აიძულებენ ექიმებს, რომ მოიტყუონ, მაგრამ ეს ცუდად გამოსდით, რადგან ექიმების აზრი ჩამოყალიბებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ და არ მივცეთ საშუალება, შეიწირონ ეს ადამიანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ცალ-ცალკე რამის მიღწევა შეუძლებელია და დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება.

„იცით რა, პირველ რიგში, მე არ მინდა, რომ ჩვენი ეს შეხვედრა ვეცადოთ, რომ გადავქაჩოთ პოლიტიკურად ვის აწყობს, როგორ აწყობს. დავანებოთ ამას თავი. პრეზიდენტი კვდება და ვართ ვალდებულები ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად ვართ ვალდებულები, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. არავინ აღიქვას, რომ ჩვენი ერთობის იდეას ვქაჩავთ სადმე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და რაღაცაზე შევთანხმდეთ. მარტივი აღსაქმელია, რომ შეუძლებელია ცალ-ცალკე მივაღწიოთ აქ რამეს“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრას მართავენ. როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განხილვას ემსახურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა