ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 დეკემბრის შემდეგ გრიპის ვაქცინის დარჩენილი დოზები შეინახება და მას მხოლოდ მაღალი რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის გამოიყენებენ

ნახვები: 508 თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 დეკემბრის შემდეგ გრიპის ვაქცინის დარჩენილი დოზები შეინახება და მას მხოლოდ მაღალი რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის გამოიყენებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 დეკემბრის შემდეგ გრიპის ვაქცინის დარჩენილი დოზები შეინახება და მას მხოლოდ მაღალი რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის გამოიყენებენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უფასო ვაქცინაცია ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის 10 დეკემბრამდე გრძელდება.

„იცით თქვენ, რომ სულ 200 ათასი დოზა გვაქვს შეძენილი, აქედან 180 ათასამდე უკვე გამოყენებულია და დარჩენილია გარკვეული რაოდენობა, რომელიც უნდა შევინახოთ მათ შორის ორსულებისთვის. 10 დეკემბრამდე შევხედავთ რა დარჩება მარაგში და შემდეგ მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის გავაგრძელებთ ვაქცინაციას ანუ ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასია დარჩენილი ქსელში. 10 დეკემბრის შემდეგ, ჩვენ გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით 5 ათასს რეზერვში შევინახავთ. ორსულებს რომ დასჭირდეთ თუნდაც თებერვალს, ავცრით ანუ რა ოდენობის ვაქცინაც დარჩება, ის მხოლოდ მაღალი რისკი ჯგუფებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, დიაბეტის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა