4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

არჩილ გამზარდია:შვილები მყავს და არის დრო და არის დღეები, როდესაც მათ ტკივილი არ უნდა შეეხოთ, უნდა იზეიმონ და გლოვაზე მეტად, ტკბილი ემოციები მიიღონ

ნახვები: 496 არჩილ გამზარდია:შვილები მყავს და არის დრო და არის დღეები, როდესაც მათ ტკივილი არ უნდა შეეხოთ, უნდა იზეიმონ და გლოვაზე მეტად, ტკბილი ემოციები მიიღონ

"ახლა რაც ხდება, რას ჰქვია, თბილისი საახალწლოდ მოირთოო, დავამძიმოთ ესთეტიკა და შავში შევმოსოთო, ჩემთვის მართლა გაუგებარია.

დარდსაც, ტკივილსაც, გლოვასაც თავის ადგილი და მნიშვნელობა აქვს, ან ერთმანეთში რატომ ვურევთ, ან ერთ სიბრტყეში რატომ ვაყენებთ. არ ვიცი, გაუგებარია.",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი არჩილ გამზარდია წერს


„მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ახალ წელს, ორმოციც არ იყო გასული, ამის მიუხედავად, ნაძვის ხეც დავდგი და ოთახიც მოვკაზმე და არა იმიტომ, რომ მიხაროდა, რადგან მაგ დროს სიხარულის უნარი რა იყო, ისიც კი აღარ მახსოვდა, არამედ იმიტომ, რომ შვილები მყავს და არის დრო და არის დღეები, როდესაც მათ ტკივილი არ უნდა შეეხოთ, უნდა იზეიმონ და გლოვაზე მეტად, ტკბილი ემოციები მიიღონ.

ახლა რაც ხდება, რას ჰქვია, თბილისი საახალწლოდ მოირთოო, დავამძიმოთ ესთეტიკა და შავში შევმოსოთო, ჩემთვის მართლა გაუგებარია.

დარდსაც, ტკივილსაც, გლოვასაც თავის ადგილი და მნიშვნელობა აქვს, ან ერთმანეთში რატომ ვურევთ, ან ერთ სიბრტყეში რატომ ვაყენებთ. არ ვიცი, გაუგებარია.

ჩვენს გარდა ჩვენი შვილებიც არიან, რომლებსაც ისეც ამ ქვეყანაში იმაზე მეტი მძიმე ემოციებით უწევთ ცხოვრება, ვიდრე მათ ასაკს ვუსურვებდით, ჰოდა, ცოტა მათკენაც გავიხედოთ, ძალიან ბევრ მშობელს საახალწლო სპექტაკლებზე და ღონისძიებებზეც ვერ მიჰყავს შვილები, რადგან სასწაული ფასი აქვს ბილეთებს და ქუჩაში გავლის სიხარული მაინც დავუტოვოთ.

არაა მშვიდობა, არა, ჩვენს ქვეყანაში, მოძმე ქვეყნის ომის გარეშეც არ ყოფილა მშვიდობა ეს წლები, არც ახლაა, მაგრამ ჩვენი თავის იქითაც გავიხედოთ, ბავშვებს მეტი დადებითი განცდა მივანიჭოთ, რაღაც ელემენტარულ და უბრალო სიხარულს შავებით ნუ შევუმოსავთ, თუნდაც სახლში სიკვდილი ტრიალებდეს.“ – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა