ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ნახვები: 510 ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

„უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“, – ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის შესახებ დასკვნებს მოიცავს.

მასში აღნიშიშნულია, რომ საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას გაფართოების შესახებ განახლებული კონსენსუსის შესაბამისად:

„რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ხაზს უსვამს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის უდიდეს მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის მძლავრ ფაქტორს.

დემოკრატია, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი კონტინენტისთვის პრიორიტეტია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 
 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის საბჭოს აქვს მოლოდინი, რომ პარტნიორები გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას და შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას რეფორმების განხორციელებით.

„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივა აღიარებული იყო და მათ წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადყოფნა დაადასტურა, რომ მას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები შესრულებული იქნება. უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია..

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და სრულად გაითვალისწინოს ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებული პრიორიტეტები წევრობის განაცხადთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ევროკავშირის საბჭომ დღესვე ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა:

„ევროკავშირის საბჭო იძლევა რეკომენდაციას, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ შესრულებულია  ევროკომისიის რეკომენდაციები კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე მიგრაციის კონტროლისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით. საბჭო გადაწყვეტილების დამტკიცებას დეკემბერში დაგეგმილ სხდომაზე ელოდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა