გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

პაატა მანჯგალაძე:მოწამლეს ადამიანი, დარიშხანი დაალევინეს და ახლა ღმერთს აბრალებენ მისი ცუდად ყოფნის ამბავს

ნახვები: 480 პაატა მანჯგალაძე:მოწამლეს ადამიანი, დარიშხანი დაალევინეს და ახლა ღმერთს აბრალებენ მისი ცუდად ყოფნის ამბავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. 
„ეს სასამართლო პროცესები არ არის უბრალოდ პროცედურული ბრძოლა დაცვის მხარესა და ბრალდების მხარეს შორის, აქ წყდება მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს "ქართულ ოცნებას", ჩვენ ვნახეთ გუშინ. ე.წ. დეპუტატმა ჯაფარიძემ პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი მათთვის პრობლემა არ არის. „ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს. ახლა მთავარია, ჩვენ, ქართველი ხალხი 21-ე საუკუნეში რამდენად მივცემთ ამის უფლებას.

დღეს ნიადაგს ამზადებენ, რომ უტყვიოდ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის სპეცოპერაცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის განადგურება და განეიტრალება უნდა მოხდეს",-განაცხადა მანჯგალაძემ.

მან იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სპეკულაციებია.

„მოეშვას ამ სპეკულაციაზე საუბარს. ადამიანი 117 კგ იყო და დღეს 73 კგ არის. აჩვენონ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილი, თუ კარგად არის, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ არაფერი მოუვა, ამას არ აკეთებენ.

ამბობენ, რომ ღმერთი წყვეტს ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, მოწამლეს ადამიანი, დარიშხანი დაალევინეს და ახლა ღმერთს აბრალებენ მისი ცუდად ყოფნის ამბავს, ეს არის ფარისევლობა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა