პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ევროპარლამენტი - ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე

ნახვები: 507 ევროპარლამენტი - ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

„რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით“, - აღნიშნულია შესწორებაში.

აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი შესწორება მოხვდა, რომელშიც ასევე საუბარია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, გარკვეული დათქმით.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში.

ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა