უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ხატია დეკანოიძე - შიმშილობის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება ემოციურად მძიმეა, ამიტომ კოლეგებმა გადაწყვიტეს თავგანწირვის აქტის განხორციელება

ნახვები: 552 ხატია დეკანოიძე - შიმშილობის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება ემოციურად მძიმეა, ამიტომ კოლეგებმა გადაწყვიტეს თავგანწირვის აქტის განხორციელება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შიმშილობის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა ფრაქციის რამდენიმე წევრმა ინდივიდუალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება.

დეკანოიძის თქმით, კოლეგების გადარწმუნება სცადა, მაგრამ მათ მძიმე ემოციური ფონი აქვთ იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და შიმშილობა გამოაცხადეს.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, საქართველოს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფაა.

„მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი. ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა, დღეს მათ მიიღეს ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე პირადად და ფრაქციაში რამდენიმე ადამიანი ვიყავით კატეგორიული წინააღმდეგი. ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების წინააღმდეგი ვარ და ისინი ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე, არ მიწყენენ ალბათ ჩემი მეგობრები. განსაკუთრებით ბევრი ვეცადე, რომ ანი გადამერწმუნებინა, მაგრამ მას და ყველა ჩვენგანს გვაქვს ემოციური ფონი. საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც ემოციურად ძალიან მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება, რასაც უკეთებს მას საქართველოს ხელისუფლება, ადამიანები, რომლებიც არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ინდივიდუალური თავგანწირვის აქტი – შიმშილობა განახორციელონ. ვეცადე გადარწმუნებას, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამომივიდა. ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, პოლიტიკური აქტი, რომელიც არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავგანწირვა ასე გამოხატონ. ვფიქრობ, ყველას, სადაც შეუძლია, როგორც შეუძლია ისე უნდა გამოხატოს პროტესტი. მე არასდროს შიმშილობისკენ არავის მოვუწოდებ, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მათი გადაწყვეტილება  დასაფასებელია. ნამდვილად არ მგონია, „ქართული ოცნება“ შეიგნებს, რამდენად მძიმედ მიდის ქვეყანაში პროცესები, მაგრამ ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, არის საქართველოს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის, ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა