გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ბექა მჭედლიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის უფროსმა შვილმა ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტში, მთელი დღეა წევენ თემას და თან ვერ წევენ ბინძური პოლიტიკოსები

ნახვები: 775 ბექა მჭედლიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის უფროსმა შვილმა ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტში, მთელი დღეა წევენ თემას და თან ვერ წევენ ბინძური პოლიტიკოსები

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი წერს:

ირაკლი ღარიბაშვილის უფროსმა შვილმა ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მთელი დღეა წევენ თემას და თან ვერ წევენ ბინძური პოლიტიკოსები და მათი სპიკერები, როგორ თუ ეს მოხდა. დარწმუნებული ვარ არ მოეშვებიან და გააგრძელებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის კი არა, ჩინეთის იმპერატორის შვილი რომ იყო ამ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებ თუ არ გაქვს საკმარისი განათლება და სიყოჩაღე. სააკაშვილი თავის შვილებს ბიუჯეტის ხარჯზე რომ ასწავლიდა, ზემოთ ხსენებულ ხალხს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ქონია რომ იცოდეთ და ახლა გამოდიან ზოგი ვითომ ჟურნალისტი და ზოგი ვითომ ძაან შეწუხებული პოლიტიკოსი და ამ თემასთან დაკავშირებით მოძღვრავენ ხალხს, თითქოს რაიმე საშინელება მოხდა. შეგახსენებთ მაინც რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავის შვილების სწავლას ბიუჯეტის ფულით არ აფინანსებს. წარმატებული მამის წარმატებულმა შვილმა ჩააბარა
ძალიან კარგ უნივერსიტეტში. წარმატებებს ვუსურვებ ნიკოს, დარწმუნებული ვარ, იმ
ცოდნას, რასაც შეიძენს, საკუთარ ქვეყანას მოახმარს.

P.S სხვათაშორის, განათლების საერთაშორისო ცენტრი ირაკლი ღარიბაშვილმა
შექმნა, რომელმაც პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, 1000-ზე მეტ ახალგაზრდას დაუფინანსა სწავლა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში

ipress.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა