ყველაფერი თვალნათელია, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ დაირღვა საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებები. თუმცა ჩვენ მივეჩვიეთ ამ მდგომარეობას. მაგრამ მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ დარღვეულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სახელმწიფიოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
ევროპული და აშშ-ის ბიუროკრატია სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ სანქციებს დროში წელავს და უამრავი არგუმენტების მოშველიება სჭირდება, ამიტომ ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა უნდა წარიმართოს. პირველ რიგში ქვეყნის პრემიერის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის და სხვა პოლიტიკური თუ სახელმწიფო თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აცხადებედნენ, რომ სახელმწიფო ვერ შესძლებდა საკუთარი ვალდებულების შესრულებას და მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას. ამ ტექსტებით და განცხადებებით მათ პირდაპირ წაახალისეს ულტრარდიკალური ჯგუფები.
ადგილი აქვს უპრეცენდენტო ფაქტს, როდესაც მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე მაღალი სასულიერო იერარქების მიერ გაკეთებული განცხადებებით წახალისებულმა ულტრარადიკალურმა დაჯგუფებებმა ვენდეტა მოუწყვეს მედიის წარმომადგენლებს - დაშავებული და ნაცემია 48 ჟურნალისტი. ცხადია, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში სტუმრად მყოფი პოლონელი ტურისტის ცემის გამო.
ხელისუფლების წარმომადგენელთა და სასულულიერო იერარქების მიერ გაკეთებული განცხადებებმა, რომელიც მიმართული იყო დასავლელი პარტნიორებისა და დოპლომატიური კორპუსისადმი, ასევე წაახალისა ულტრარადიკალები საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიის გამოვლენაში.
ეს ყველაფერი არის საფუძველი, რომ ქვეყნის პრემიერის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის და სახელმწიფოში კონსტიტუციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებზე დაიწყოს მუშაობა.
ვიმეორებ, გასაგებია, რომ ეს დროში გაჭიანურებული პროცედურაა, თუმცა მუშაობა უნდა დაიწყოს და ამის შესახებ მკაფიო და მკვეთრი განცხადებები უნდა გაკეთდეს.
ამ ფონზე, ყველაფერი მარტივი ხდება თუ აშშ და ევროკავშირი 5-6 ივნისის მოვლენების იდეოლოგებს, ქართველ რადიკალებს, მოძალადე სასულიერო პირებს და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს დაუწესებს.
ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია როგორც აშშ-სა და ევროკავშირისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რომელიმე ქართველი რადიკალი და ექსტრემისტი ევროპაში და აშშ-ში უკვე არა „პოლონელ ტურისტს", არამედ ჟურნალისტს, ადგილობრივ მაცხოვრებელს მიაყენებს შეურაცხოფას შეცდომით, ან იმის გამო, რომ იგი ამა თუ იმ უმცირისეობის წარმომადგენელია, ან სულაც იმიტომ, რომ არ მოეწონება მისი გარეგნული იერსახე.
სწორედ ამიტომ, აშშ-სა და ევროკავშირის, ასევე სხვა საელჩოებმა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთოება, სასწრაფო წესით უნდა გამოითხოვონ მოძალადეთა სიები შს სამინისტროსგან, საკუთარი სამსახურების მეშვეობით და მედიაში გასულ მასალებზე დაყრდნობით მოახდინოს სხვა მოძალადეების იდენტიფიცირება და დაუწესონ მათ მკაცრი სანქციები, რაც უნდა გასაჯაროვდეს.
როგორც აშშ-ში და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის, ასევე ფინანსური სანქციები უნდა შეეხოთ: მეუფეებს - შიო, იაკობი, სტეფანე, იოანე (გამრეკელს), გიორგი (ჯამდელიანი); სპიროდონი; პროტოპრესვიტერს გიორგი (ზვიადაძე); ასევე სასულიერო პირებს - მამა ანდრია (ჯაღმაიძეს), მამა გიორგი (რაზმაძე), დეკანოზი სპირიდონი (ცქიფურიშვილი) და ა.შ. საერო პირებს - ლევან ვასაძეს, გურამ ფალავანდიშვილსა და მათი თანამოაზრეებს, რადკალური დაჯგუფებების იდეოლოგებსა და ხელმძღვანელებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც საკუთარი რადიკალიზმის დემონსტრირებითა და ძალადობით უხეშად დაარღვიეს როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი.
ცხადია, რომ პროცესი დასრულებული არ არის. სწორედ ამიტომ აუცილებელია სწრაფი მოქმედება, რადგან, არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ ულტრარადიკალური დაჯგუფების წევრებმა და იდეოლოგებმა მათგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ინდივიდუალური ნადირობა - ტერორი დააანონსეს.
სწორედ ამიტომ, როგორც აღვნიშნე 5-6 ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა და შესაბამისმა სამსახურებმა ამ ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების შემდეგ უნდა დააგინონ, ხომ არ იმყოფებიან მათი ოჯახის წევრები აშშ-სა და ევროკავშიორის ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ გამოაძევონ ისინი საქართველოში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა და ფონდებმა შეწყვიტონ ყველა ფინანსური თუ ჰუმანიტარული პროექტი, რომელსაც ისინი საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ანხორციელებენ.
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი