ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

იაგო ხვიჩია - პროცესი ჩავარდება ან „ქოცები“ რამდენიმე „ნაცს“ გადმოიბირებენ და ამით გაიყვანენ სახალხო დამცველობის შემოთავაზებული ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთს

20.12.2022 ნახვები: 532

პროცესი ჩავარდება ან „ქოცები“ რამდენიმე „ნაცს“ გადმოიბირებენ და ამით გაიყვანენ შემოთავაზებული ხუთიდან ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც მათთვის უფრო სასურველი იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ აღნიშნული კომენტარი სახალხო დამცველის საკითხზე კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა და შეაფასა გუშინდელი კონსულტაციის შედეგი, რომლის მიხედვითაც მხარეები სახალხო დამცველობის კონკრეტულ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.

„პირად საუბრებში ამბობენ, რომ ხატია დეკანოიძე სიტუაციას არ აკონტროლებს და „ნაცებიდან“ მხარს დაუჭერს რომელიღაც სხვა კანდიდატს, გარდა ნაცების მიერ საჯაროდ მხარდაჭერილი კანდიდატისა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე „გიჭერთ თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია“, იაგი ხვიჩიამ განაცხადა:

„ორივეს სიყვარულით მოსდის, ამიტომ არ მწყინს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ჯერჯერობით სახალხო დამცველის საკითხზე კონსენსუსი არ ჩანს.

„ჯერჯერობით კონსენსუსი საჯარო სივრცეში არ ჩანს. მინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭიროს მხარი ან არ დაუჭიროს. თუ დაუჭერს მხარს ამ თემაზე, აღიაროს, რომ კონსენსუსი შედგა. ყველაზე ცუდი იქნება სახალხო დამცველი ნომინალურად იყოს არჩეული, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა