კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შალვა პაპუაშვილი გახარიაზე - თუ ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას ნიშნავს, გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?

ნახვები: 582 შალვა პაპუაშვილი გახარიაზე - თუ ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას ნიშნავს, გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?

თუ კი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან [გიორგი გახარიამ]თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასგანცხადებას.

მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება.

„თუ კი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისმარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, „ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება.“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა