ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს, რატომ აეკრძალა მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა

ნახვები: 508 შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს, რატომ აეკრძალა მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს წერილების გაგზავნა აეკრძალა.

ადვოკატის თქმით, მან პენიტენციურ სამსახურს მიმართა და უწყებისგან აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.

ამასთან, ადვოკატმა ისაუბრა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სააკაშვილის სასამართლო პროცესზე.

„ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელი ექსპერტები მოვილიოთ, იქნებ ახალ წლამდე ეს მოესწროს, სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი თხოვნა იმიტომ, რომ დანარჩენ ექსპერტებთან მიმართებაში, არის ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ რამდენიმე, რომელიც აუცილებლად უნდა დაიკითხოს, მათ შორის ინგლისელი ექსპერტი. დანარჩენი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვაქვეყნოთ კიდეც ეს ჩვენებები. ამიტომ ზეგ გვექნება სასამართლოსთვის თხოვნა, რომ იქნებ ახალ წლამდე 2 პროცესი მაინც ჩაინიშნოს. ახალი წლის მერე კიდევ 2-3 პროცესი და ამით დამთავრდეს ეს.

მე გუშინ წერილი გავაგზავნე პენიტენციურ სამსახურში, შეკითხვით, რომ ფაქტი ერთი, რომ შაბათ-კვირას ადვოკატები არ შეუშვეს, რაც ამდენი ხანს არ ყოფილა და წერილების გამოტანა. ეს წერილები არ არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ან რაღაც, ამ ყველაფერს აქვს თავისი წესები, ნორმები. ისიც გაურკვეველია ამდენი ხანი სატელეფონო საუბრის საშუალება რატომ არ აქვს ამ ადამიანს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა